logo_geo
eng_logo
Ongo.ge-ს ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებას აპირებს
- +

16 მაისი. 2022. 12:40

 

 

მედიასააგენტო Ongo.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალებას აპირებს, რომელსაც სასამართლომ 16 მაისს 3 წლითა და  6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

 

„ჩვენ მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აპირებს ნიკა გვარამიას შეწყალებას. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ზურაბიშვილმა წინასწარ მოილაპარაკა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან და მათ პირობა მისცა, რომ პატიმრობის შემთხვევაში ის აუცილებლად შეიწყალებს გვარამიას. სავარაუდოდ, ზურაბიშვილი უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას სისრულეში უახლოეს დღეებში მოიყვანს!“ - იუწყება მედიასაშუალება.

 

https://www.ongo.ge/?l=G&m=1&ID=54603&fbclid=IwAR2MCKPQEQ-393o6MgZUftOrorp7HfLYFUBldAVRIFbMZJBsy37pJGVEcIc

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner