logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: წასულია ამათი საქმე, ყველანი სამკურნალოები კი არა, გასათოკები არიან!
- +

16 მაისი. 2022. 13:05

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი ქიმედის“ პირდაპირ ეთერში მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„ცოცხებზე გადამჯდარი პაციენტები „იმედის“ პირდაპირ ეთერში შეიჭრნენ. ისინი იმუქრებიან, ნიკა გვარამიას დაპატიმრებას ასე არ დავტოვებთ, მთელ საქართველოს ფეხზე დავაყენებთო!

 

როგორც მიხოს დაპატიმრების შემდეგ დააყენეს თავიანთი ქმრები ფეხზე, ეხლაც ეგრე იზამენ!

 

რაც შეეხება ძალზედ გაბრაზებულ, თითქმის გაცოფებულ „პროზაიკოს“ ლაშა ბუღაძეს, არ შეგეშინდეთ, უბრალოდ, როლი აქვს ეგეთი - უნდა იკაცოს!

 

შოთა უტიაშვილის კნეინა კვესო კვესიტაძე „იმედის“ ვარდივით გოგოს ეუბნება, შენ ეხლა პუტინის ნავში ზიხარო!

 

„ვსიოოოო“, მორჩა, წასულია ამათი საქმე, ყველანი სამკურნალოები კი არა, გასათოკები არიან!

 

აი, ამათი „ევროპული სტანდარტი“!

 

უცებ გასცემენ ხოლმე თავიანთ ბენტერა თავებს, ეს ქაჯები ისევ გამოქვაბულში ცხოვრობენ!“ - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner