„ევროკომისია დაჩქარებული ვადებში მუშაობს ტრიოს აპლიკაციებსა და ანგარიშზე“, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა „ქრონიკის“ მიერ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დასმულ კითხვაზე პასუხად განაცხადა.
„წინასწარ არ შემიძლია ვთქვა, თუ რა იქნება ევროკომისიის მოსაზრებები, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ ამ თემაზე იმაზე სწრაფად, ვიდრე ოდესმე“, - განაცხადა ბორელმა.
ასოცირებული ტრიოს ქვეყნებმა - საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში წევრობის განაცხადი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ გააკეთეს. სამივე ქვეყანამ უკვე შეავსო ევროკავშირის კითხვარი. ევროკავშირის წევრი ქვეყნები ევროკომისიის დასკვნას ელოდებიან, რომელიც ევროპულ საბჭოს უნდა გადაეგზავნოს