logo_geo
eng_logo
ჯოზეფ ბორელი: ევროკომისია დაჩქარებული ვადებში მუშაობს ტრიოს აპლიკაციებსა და ანგარიშზე
- +

16 მაისი. 2022. 13:07

 

 

„ევროკომისია დაჩქარებული ვადებში მუშაობს ტრიოს აპლიკაციებსა და ანგარიშზე“, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა „ქრონიკის“ მიერ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დასმულ კითხვაზე პასუხად განაცხადა​.

 

„წინასწარ არ შემიძლია ვთქვა, თუ რა იქნება ევროკომისიის მოსაზრებები, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ ამ თემაზე იმაზე სწრაფად, ვიდრე ოდესმე“, - განაცხადა ბორელმა.

 

ასოცირებული ტრიოს ქვეყნებმა - საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში წევრობის განაცხადი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ გააკეთეს. სამივე ქვეყანამ უკვე შეავსო ევროკავშირის კითხვარი. ევროკავშირის წევრი ქვეყნები ევროკომისიის დასკვნას ელოდებიან, რომელიც ევროპულ საბჭოს უნდა გადაეგზავნოს

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner