logo_geo
eng_logo
ალექსანდრ შალენბერგი: ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ უნდა გადაწყვიტოს უფრო შორს მიმავალი სანქციები, ვიდრე ოდესმე, ეს არის ევროპული ოჯახის ერთიანობის ძლიერი სიგნალი
- +

16 მაისი. 2022. 13:29

 

 

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ალექსანდრ შალენბერგის განცხადებით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ უნდა გადაწყვიტოს უფრო შორს მიმავალი სანქციები.

 

მისივე თქმით, ეს ევროპული ოჯახის ერთიანობის ძლიერი სიგნალი იქნება.

 

„მიმაჩნია, რომ ევროკავშირის მიდგომა დასავლურ სამყაროსთან ერთად დგომასთან დაკავშირებით სწორია. ჩვენ განვიხილავთ სანქციების მეექვსე პაკეტს. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ უნდა გადაწყვიტოს უფრო შორს მიმავალი სანქციები, ვიდრე ოდესმე ისტორიაში. ასე რომ, ეს არის ევროპული ოჯახის ერთიანობის ძლიერი სიგნალი და მჯერა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ გზას. იმედია, რუსეთის ხელმძღვანელობა მიხვდება, რაც მათ გააკეთეს და მიხვდება, რომ საკუთარ იზოლირებას ახდენენ საერთაშორისო სამყაროში. ჩვენ, ავსტრიელები არ ვართ NATO-ს წევრი და სრულფასოვნად ვცემთ პატივს, რომ ფინეთი, შვედეთი ფიქრობენ NATO-ში გაწევრიანებაზე, რაც ალბათ ძალიან სწრაფად მოხდება, მაგრამ ეს მათი გადაწყვეტილებაა და არა ჩვენი. ავსტრია კვლავ ნეიტრალური ქვეყანა იქნება. რეალურად, ეს არის ძლიერი ნიშანი რუსეთის პრეზიდენტისთვის. მან NATO უფრო აქტუალური გახადა და მიაღწია იმას, რომ ეს ორი ქვეყანა NATO-ში გაწევრიანდება“, – განაცხადა ალექსანდრ შალენბერგმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner