logo_geo
eng_logo
რუსეთმა სევეროდონეცკზე, ლისიჩანსკსა და ოდესის რეგიონებზე ავიაიერიში მიიტანა, არიან დაღუპულები და დაშავებულები
- +

16 მაისი. 2022. 13:29

 

 

რუსეთი უკრაინის რეგიონების დაბომბვას აგრძელებს. სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკში რუსეთის საოკუპაციო ძალების ავიაიერიშების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაბომბვის სამიზნე საავადმყოფოს შენობა გახდა.

 

დღეს დილით, რუსმა სამხედროებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ოდესის რეგიონზე. დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვი. ოდესის სარაკეტო დარტყმამ დააზიანა ტურისტული ინფრასტრუქტურა და შენობები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner