რუსეთი უკრაინის რეგიონების დაბომბვას აგრძელებს. სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკში რუსეთის საოკუპაციო ძალების ავიაიერიშების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაბომბვის სამიზნე საავადმყოფოს შენობა გახდა.
დღეს დილით, რუსმა სამხედროებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ოდესის რეგიონზე. დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვი. ოდესის სარაკეტო დარტყმამ დააზიანა ტურისტული ინფრასტრუქტურა და შენობები.