ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას დაკავებას ეხმიანება და წერს, რომ გვარამიამ კანონიერ მფლობელს კომპანია წაართვა, შემდგომ ეს გაძარცვული კომპანია, სტრასბურგის გადაწყვეტილებით, უკან დაუბრუნა მფლობელს.
„მარტივად აგიხსნით, რა ქნა გვარამიამ... გვარამიამ კანონიერ მფლობელს წაართვა კომპანია, შემდეგ გაძარცვა ეს კომპანია 7 მილიონით და ეს გაძარცული კომპანია მიუგდო კანონიერ მფლობელს სტრასბურგის გადაწყვეტილებით! ახლა მოთქვამენ და პასუხისგება არ უნდათ ამ მაროდიორებს!“ - წერს ნიკოლეიშვილი facebook-ზე.