logo_geo
eng_logo
ფინეთის პრეზიდენტი NATO-ს წევრობაზე განაცხადის წარდგენის გეგმაზე: სიურპრიზი იყო, რომ ვლადიმირ პუტინმა ეს ამბავი ასე მშვიდად მიიღო
- +

16 მაისი. 2022. 14:12

 

 

ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ, CNN-ის ეთერში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან გამართული სატელეფონო დიალოგის შესახებ ისაუბრა.

 

ნიინისტოს თქმით, როდესაც პუტინს აცნობა, რომ ფინეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობაზე განაცხადის წარდგენას გეგმავს, მან ეს უჩვეულო სიმშვიდით მიიღო.

 

„ვიტყოდი, რომ საერთო ჯამში, დისკუსია ძალიან მშვიდი იყო. მას არ გაუმეორებია ის მუქარა, რომელსაც ადრე თავად და მისი ხალხი აჟღერებდნენ. სიურპრიზი იყო, რომ მან ასე მშვიდად მიიღო [ახალი ამბავი]“, - აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.

 

ფინეთი და რუსეთი 1 კილომეტრზე მეტი მანძილის სასაზღვრო ხაზს იზიარებენ.

 

ფინეთი და შვედეთი NATO-ს წევრობაზე განაცხადის წარდგენას ახლო მომავალში გეგმავენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner