„ურეკი-შეკვეთილის მთელ სანაპირო ზოლზე 8 თანამედროვე სამეთვალყურეო-სამაშველო კოშკურა აიგება. ასევე უახლოეს პერიოდში დასრულდება ურეკში ბულვარის სამშენებლო სამუშაოები“, - ამის შესახებ ოზურგეთის მერმა მერიის სხდომაზე განაცხადა.
„მთავრობასთან ჩვენი მუნიციპალიტეტიც აქტიურად მუშაობს პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის და განსაკუთრებით ტურიზმის აღდგენის მიმართულებით - წელს ტურისტების გაზრდილ რაოდენობას ველოდებით. დავიწყეთ მზადება სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურის და უსაფრთხოების მოსაწესრიგებლად - შინაგან საქმეთა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებთან ერთად, ვმუშაობთ პროექტზე, რომლითაც ურეკი-შეკვეთილის მთელ სანაპირო ზოლზე 8 თანამედროვე სამეთვალყურეო-სამაშველო კოშკურა აიგება. ასევე უახლოეს პერიოდში დასრულდება ურეკში ბულვარის სამშენებლო სამუშაოები. აქვე ვავალებ „მუნიციპალური მომსახურების ცენტრის“ ხელმძღვანელს, რომ სრული დატვირთვით დაიწყონ ზაფხულის სეზონისთვის მზადება“, - აღნიშნა ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.