logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ეს ტიპი ისედაც ვერ იყო ნორმაზე და ახლა მთლად გაფარჩაკებულა...
- +

16 მაისი. 2022. 14:39

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„უცებ სტივი მეგონა, უანდერი, ეს ჩემისა, თურმე ჯულიეტოვნა ყოფილა!

 

ისაო... დამთავრდაო, აღარც ენა, აღარც მამული, აღარც დედული, აღარც სარწმუნოებაო... მორჩაო, ეხლა უნდა ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის და გავხადოთ ქვეყანა ისევ ისეთი, როგორიც ოდესღაც, მიშას დროს იყოვო.

 

დიახ, როგორიც მიშას დროს იყო - თავისუფალი, ლაღი, ლამაზი, ლაჟვარდოვანი, უღრუბლო, პლურალისტური, დემოკრატიული და უკიდეგანო, ნიკოფსიიდან დარუბანდამდეო.

 

ჩვენაო, სამწუხაროდო, წერა-კითხვა არ ვიცითო (წლების განმავლობაში მეც მაგას არ გეუბნებით, თქვე ჩვენისებო, რომ წერა-კითხვა არ იცით?!).

 

ნიკა თავისუფლების სიმბოლოაო... უფრო მეტია, ვიდრე სიმბოლოო... გმირიაო! ჩვენ ეხლა უფრო მეტი მოტივაცია გვაქვს ბრძოლისთვისო. არა, აქამდეც გვქონდა მოტივაცია, განა არ გვქონდაო? (აქ გაახსენდა, რომ მოტივაცია მიშას დაპატიმრების შემდეგ უფრო მეტი უნდა ჰქონოდა).

 

ეს ტიპი ისედაც ვერ იყო ნორმაზე და ახლა მთლად გაფარჩაკებულა, ჯერ სიტყვას სიტყვაზე ვეღარ აბამს და მეორეც - სადღაც ტრაკში რატომ იყურება?“ - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner