„პროტოკოლის მსოფლიო ორგანიზაცია „საქართველო - მშვიდობისა და მეგობრობის ხიდის“ მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბ-ნ ირაკლი ღარიბაშვილს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და რეგიონების ქალაქების მერიების ხელმძღვანელებს!!!
ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის მსოფლიო მნიშვნელობის ტელევიზიის „MUNDO PASSAPORTE“ გენერალური დირექტორი მარკოს დავი კარვალიო მის თანაშემწესთან ერთად (ორი კაცი) მზადყოფნას გამოთქვამს ა. წ. მაისის ბოლოს დაგეგმილ „პროტოკოლის მსოფლიო ორგანიზაცია „საქართველო-მშვიდობისა და მეგობრობის ხიდის“ საერთაშორისო კონგრესზე ჩამოვიდეს საქართველოში (რომელზეც მოწვეული იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბ-ნი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის წევრებთან და რეგიონების ქალაქების თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან ერთად) და ამ კონგრესზე წარსადგენ „არგენტინის სახლი საქართველოში“ პროექტის მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მდგრად განვითარებასა და პოპულარიზაციას, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე გადაიღოს 45 წთ-იანი სარეკლამო რგოლი და საკუთარი ხარჯებით გაავრცელოს მსოფლიოს 80 ქვეყანაში, მათ შორის, ამერიკის კონტინენტზე, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ინვესტიციების შემოდინებას.
მოწვევის შემთხვევაში, ბრაზილიის გენერალური დირექტორი მარკოს დავი კარვალიო მზაობას გამოთქვამს, გააფორმოს სამმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულება!
იმედია, ჩვენი ქვეყნისთვის ამ საშური საქმიანობის განხორციელებისათვის საქართველოს მთავრობისა და რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები გულთან ახლოს მიიტანენ და გამონახავენ ორი ადამიანის: სან ლუისი (ბრაზილია)-თბილისი-სან ლუისი (ეკონომიური კლასის) ავიაბილეთებისა და ადგილზე მიღებისა და გადაადგილების ხარჯებს.
აღსანიშნავია, რომ პროექტი მოიწონა, ქვეყნისთვის დიდ საქმედ შეაფასა და მისი განხორციელება საჭიროდ ჩათვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია II-მ. ხოლო, პროექტის განხორციელებაზე მხარდაჭერა აღგვითქვა ბ-ნმა ბიძინა ივანიშვილმა.
აღნიშნული ბრაზილიის ტელევიზიის ორი წარმომადგენლის მოწვევის ხარჯების დაფინანსების საქმეში მხარდაჭერის შესახებ, ა.წ. 21 აპრილს, „პროტოკოლის მსოფლიო ორგანიზაცია „საქართველო-მშვიდობისა და მეგობრობის ხიდი“-ს მიერ წერილი გაეგზავნა საქართველოს პრემიერ მინისტრს, ბ-ნ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რეგისტრაციაში გატარდა N12422, 21.04, 2022 და რეაგირებისათვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას გადაეცა, რომელზეც ჯერ კიდევ, 2020 წლიდან არიან საქმის კურსში.