„თუ გვინდა ევროკავშირი ძლიერი გეოპოლიტიკური ორგანიზაცია იყოს, მაშინ უნდა ვიმოქმედოთ“, - ამის შესახებ ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.
„ჩვენი გადაწყვეტილებები გადაწყვეტს ევროპის მომავალს ათწლეულების განმავლობაში. ჩვენ დავამახსოვრებთ თავს ყველას ჩვენი გადაწყვეტილებებით და ამიტომ სწორი ნაბიჯები უნდა გადავდგათ. პირველ რიგში, როდესაც საქმე ეხება ორგანიზაციის გაფართოებას, უნდა დავიწყოთ ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე. ამ პროცესში ევროკავშირის არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა გამოიყენოს ვეტოს უფლება და იგივე ეხება უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასაც. უმნიშვნელოვანესია უკრაინის აღმშენებლობა. ევროპა დაამახსოვრდება ყველას იმით თუ როგორ შევძლებთ უკრაინის აღდგენას და იმაზე უკეთესად უნდა აღვადგინოთ უკრაინა, ვიდრე ომამდე იყო. ევროკავშირში მივიღეთ გადაწყვეტილებები სანქციებზე, იარაღზე, მაგრამ საკმარისი არ არის. დღესდღეობით სადღაც შუაში ვიმყოფებით. თუ გვინდა ევროკავშირი ძლიერი გეოპოლიტიკური ორგანიზაცია იყოს, მაშინ უნდა ვიმოქმედოთ“, - განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.