logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: არის მცდელობა, ჩამოყალიბდეს ხელუხლებელი „კასტა“, რომელთაც ყველაფრის უფლება აქვთ და ნებისმიერ დანაშაულს აირიდებენ პოლიტიკური საფარველით
- +

16 მაისი. 2022. 15:13

 

 

„სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება დანაშაულია და არაერთი მოქალაქე იხდის სასჯელს ამისთვის, თუმცა საქართველოში არის მცდელობა, ჩამოყალიბდეს რაღაც ხელუხლებელი „კასტა“, რომელთაც ყველაფრის უფლება აქვთ და ნებისმიერ დანაშაულს აირიდებენ პოლიტიკური საფარველით“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე წერს.

 

მისი თქმით, პოლიტიკური კომპონენტი არა სამართალწარმოებაში, არამედ გვარამიას გარშემო ატეხილ ისტერიაში და „რადიკალების“ მხრიდან წინასწარ ატეხილ აჟიოტაჟშია.

 

აქვე ქადაგიძე აღნიშნავს, რომ ტელეკომპანია, რომლის ქონებასაც ბოროტად განკარგავდა გვარამია, სტრასბურგის სასამართლომ კანონიერ მფლობელს დაუბრუნა.

 

„ახლა დაიწყება ჟივილ-ხივილი, რომ საქმე პოლიტიზებულია და გვარამია არ უნდა დაეკავებინათ... პოლიტიკური კომპონენტი ნამდვილადაა საქმეში, ოღონდ არა სამართალწარმოებაში, არამედ გვარამიას გარშემო ატეხილ ისტერიაში და „რადიკალების“ მხრიდან წინასწარ ატეხილ აჟიოტაჟში, რომ სასამართლოს ნებისმიერი მათთვის არასასურველი გადაწყვეტილება პოლიტიკური იქნებოდა... სინამდვილეში კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება დანაშაულია და არაერთი მოქალაქე იხდის სასჯელს ამისათვის, თუმცა საქართველოში არის მცდელობა, რომ ჩამოყალიბდეს რაღაც ხელუხლებელი „კასტა“, რომელთაც ყველაფრის უფლება აქვთ და ნებისმიერ დანაშაულს აირიდებენ პოლიტიკური საფარველით...

 

P.S. ისე, ის ტელეკომპანია, რომლის ქონებასაც ბოროტად განკარგავდა ბატონი გვარამია, სტრასბურგის სასამართლომ დაუბრუნა კანონიერ მფლობელს... ცნობისთვის მაინც“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner