logo_geo
eng_logo
ივან კორჩოკი: ჩვენ მხარს ვუჭერთ სამივე ასოცირებულ ქვეყანას, მაგრამ უპირველესი რაც უნდა გავაკეთოთ, იმ ქვეყნის მორალური წახალისებაა, რომლის მოქალაქეებიც იღუპებიან. ეს არ ნიშნავს, რომ მოლდოვას და საქართველოს განზე გადადება ხდება
- +

16 მაისი. 2022. 16:05

 

 

„დედა უფრო მეტად გიყვარს თუ მამა - ასეთი საკითხია“, - ასე უპასუხა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივან კორჩოკმა „ქრონიკის“ კითხვას იმის შესახებ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სამივე ასოცირებულ ქვეყანას უნდა მიენიჭოს თუ ამ ეტაპზე მხოლოდ უკრაინას.

 

„ჩვენ მხარს ვუჭერთ სამივე ასოცირებულ ქვეყანას, მაგრამ უპირველესი რაც უნდა გავაკეთოთ, იმ ქვეყნის მორალური წახალისებაა, რომლის მოქალაქეებიც იღუპებიან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ ნიშნავს, რომ მოლდოვას და საქართველოს განზე გადადება ხდება. საქართველოშიც და მოლდოვაშიც იციან სლოვაკეთის პოზიცია. მე ვაგრძელებ ამ პოზიციის დაფიქსირებას. მე წარმოვადგენ სლოვაკეთის დამოკიდებულებას. დღეს შევხვდებით დმიტრო კულებას. კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკრაინისთვის ეგზისტენციალურ მომენტში სწორი ნაბიჯი იქნება“, - განაცხადა კორჩოკმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner