logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: „მოგებიანი“ პოზიციაა 9 წელი ხელისუფლებაში იყო ხელშეუხებელი და მხოლოდ, ოპოზიციურად განწყობილი კონტინგენტით ავსებდე ციხეებს, მერე, 9 წელიწადი ხელისუფლების მომხრეებზე ქმნიდე „დასაჭერთა სიებს“
- +

16 მაისი. 2022. 16:07

 

 

„ძალიან „მოგებიანი“ პოზიციაა - 9 წელი ჯერ ხელისუფლებაში იყო ხელშეუხებელი და მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი კონტინგენტით ავსებდე ციხეებს. მერე 9 წელიწადი უკვე ოპოზიციაში იყო. ასევე, ხელშეუხებლობაზე პრეტენზიებით და ხელისუფლების მომხრეებზე ქმნიდე „დასაჭერთა სიებს“ - ძალიან „მოგებიანი“ პოზიციაა“, - ამის შესახებ დავით ქართველიშვილი facebook-ზე წერს.

 

როგორც ქართველიშვილი წერს, მოგებიანი პოზიციაა, როდესაც ხელშეუხებლობაზე პრეტენზიებით და ხელისუფლების მომხრეებზე ქმნი „დასაჭერთა სიებს“.

 

„ძალიან „მოგებიანი“ პოზიციაა - 9 წელი ჯერ ხელისუფლებაში იყო ხელშეუხებელი და მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი კონტინგენტით ავსებდე ციხეებს. მერე 9 წელიწადი უკვე ოპოზიციაში იყო. ასევე, ხელშეუხებლობაზე პრეტენზიებით და ხელისუფლების მომხრეებზე ქმნიდე „დასაჭერთა სიებს“ - ძალიან „მოგებიანი“ პოზიციაა. პირადად მე ხელში მეკავა და ვფურცლავდი 2013 წლის მაისში ნარაზენის ტყეში კასრებში აღმოჩენილ რვეულს სახელწოდებით - „დასაჭერთა სია“, ასევე, აჭარაში „გასატყავებელ ბიზნესმენთა“ ჩამონათვალს. ორიოდე კვირის წინ კი გავეცანი ნაცმედიის. ასევე, ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტის მუქარას ჩემსა და ჩემი მეგობრების მისამართით - ვინ უნდა დაიჭირონ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე. მე მხოლოდ იმით დავინტერესდი - რა მუხლით აპირებენ ჩემს დაჭერას, მერე მივხვდი, რომ მათი დაბრუნების შემთხვევაში - მუხლს მნიშვნელობა აღარ ექნებოდა. დღეს ნაცმედიის შიდა თუ საგარეო მხარდამჭერთა მიერ, განვითარებულ მოვლენებზე პოლიტიზირებული სარჩულის მიკერების თითოეულ მცდელობაზე, ყოველ შემთხვევაში ჩემი მხრიდან, აუცილებლად ექნება სიმეტრიული პასუხი - პოლიტპატიმრებზეც, ოპოზიციური პარტიების გაუქმებაზეც, მედიის შევიწროებაზეც, ციხეებში არსებულ ჯოჯოხეთზეც, ვეტერინარიაზე უფრო დაბალი დონის სამედიცინო მომსახურებაზეც და უამრავი სხვა, დასაფიქრებლად საინტერესო ფაქტობრივ მონაცემებზეც“, - წერს ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner