logo_geo
eng_logo
ქობულეთში, შსს-მ სამაშველოს განახლებული შენობა გახსნა
- +

14 აგვისტო. 2016. 16:12


ქობულეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს სამაშველოს განახლებული შენობა გაიხსნა.


ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი და აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები დაესწრნენ.


სააგენტომ ძველი სამაშველო შენობა სრულად განაახლა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია განახორციელა. ქობულეთის სამაშველო სამმართველოს შენობა ახალი, თანამედროვე ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვა.


განახლებულ შენობაში სამაშველო განყოფილების 15 თანამშრომელი, მათ შორის, გემწამყვანები, მყვინთავები და წყალზე მაშველები მუშაობენ.


შს სამინისტრო სახანძრო-სამაშველო შენობების რეაბილიტაციასა და მშენებლობას მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner