logo_geo
eng_logo
სოფელ ქვემო ჭალის საჯარო სკოლაში ცენტრალური გათბობის სისტემის მონტაჟი მიმდინარეობს
- +

16 მაისი. 2022. 16:20

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის საჯარო სკოლაში  ცენტრალური გათბობის სისტემის მოწყობის სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ დაათვალიერა.

 

სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „გურიამშენი“ ახორციელებს. პროექტი ცენტრალური ბიუჯეტიდან 99 500 ლარით ფინანსდება.

 

ამჟამად შენდება საქვაბე და წყლის სისტემა. პარალელურად, შენობაში გაყვანილობის  და რადიატორების მონტაჟი მიმდინარეობს.

 

სოფელ ქვემო ჭალის საჯარო სკოლაში 159 მოსწავლე სწავლობს, სასწავლო პროცესს კი 22 პედაგოგი ემსახურება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner