logo_geo
eng_logo
ანდრია გვიდიანი: ცნობის სახით გქონდეთ, რომ გვარამიამ ბიუჯეტში არ გადაიხადა 24 მილიონი ლარის გადასახადები
- +

16 მაისი. 2022. 17:21

 

 

ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას დაკავებას ეხმიანება და საზოგადოებას ახსენებს რაში მდგომარეობს მისი დაკავება.

 

მისი თქმით მას შემდეგ, რაც 2015 წლის 05 აგვისტოს, ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2-ის" წილების დასაბრუნებლად სასამართლოში სამართლებრივი დავა დაიწყო, ნიკა გვარამიამ „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ ინტერესების საწინააღმდეგოდ, „რუსთავი 2-ის“ გაკოტრება დაიწყო.

 

„ვინც დღეს ნიკა გვარამიას პოლიტპატიმრად მოიხსენიებს, მათ მინდა შევახსენო, რაში მდგომარეობს მისი დანაშაული მას შემდეგ, რაც 2015 წლის 5 აგვისტოს, ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის წილების დასაბრუნებლად სასამართლოში სამართლებრივი დავა დაიწყო, ნიკა გვარამიამ „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ინტერესების საწინააღმდეგოდ, „რუსთავი 2“-ის გაკოტრება დაიწყო. მაგრამ, მხოლოდ ამით არ დაკმაყოფილდა ნიკა გვარამია და 2015 წლიდან ერთი თეთრი არ გადაუხდია სახელმწიფო ბიუჯეტში. აღნიშნულზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მას შემდეგ რაც ქიბარ ხალვაშმა დავა დაიწყო ტელეკომპანიის წილებზე, გვარამიამ ბიუჯეტში არ გადაიხადა 24 მილიონი ლარის გადასახადები. ამის მიზანს კი წარმოადგენდა ის, რომ ტელეკომპანიის ნამდვილ მესაკუთრესთან დაბრუნების შემთხვევაში, ეს კომპანია ყოფილიყო სრულიად გაკოტრებული და ათეულობით მილიონი ლარის დავალიანება ჰქონოდა ბიუჯეტის წინაშე, რაც ნიკა გვარამიამ შეასრულა კიდეც. ეს ისე, ცნობის სახით გქონდეთ ზოგ-ზოგიერთებს“, - წერს გვიდიანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner