საოკუპაციო ხაზთან სოფელს რუხში, რუსმა ოკუპანტებმა ლევან მორგოშია და ფრიდონ მატკავა მდინარე ენგურში თევზაობის დროს დააკავეს. სინი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით არიან დაკავებული. გავრცელებული ინფორმაციით, მატკავა და მორგოშია მუქარით და გამაფრთხილებელი სროლით, ოკუპანტებმა მდინარე ენგურის მეორე მხარეს გადაიყვანეს და ავტომობილით გალში წაიყვანეს.
ახლობლების ინფორმაციით, დაკავებულები ამჟამად გალის იზოლატორში იმყოფებიან. ოჯახი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.