logo_geo
eng_logo
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უნგრეთს მოუწოდებენ, რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაგეგმილ ემბარგოს შეუერთდეს
- +

16 მაისი. 2022. 18:04

 

 

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უნგრეთს მოუწოდებენ, რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაგეგმილ ემბარგოს შეუერთდეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

 

„დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ მივიღებთ შეთანხმებას. ჩვენ ის ძალიან კარგად უნდა მოვამზადოთ, რადგან ის მდგრადი უნდა იყოს“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა.

 

თუმცა, უნგრეთმა განაცხადა, რომ ევროკავშირისგან ასობით მილიონი ევროს მიღება სურს, რათა შეამსუბუქოს დანახარჯები რუსულ ნავთობზე უარის თქმის შედეგად.

 

„ევროკავშირი ერთ წევრ სახელმწიფოს მძევლად ჰყავს აყვანილი. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ მძევლები ვერ ვიქნებით“, - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

 

6 მაისს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთი მხარს ვერ დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალ სანქციებს არსებული ფორმით, რომელიც ნავთობის იმპორტის ემბარგოს შეიცავს.

 

ორბანი: უნგრეთი მხარს ვერ დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალ სანქციებს - რუსული ნავთობის ემბარგო უნგრეთის ეკონომიკაზე ჩამოგდებული ატომური ბომბის ტოლფასი იქნება. 4 მაისს, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა, რომელიც რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვას შეიცავს.

 

ევროკომისიის პრეზიდენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა, რომელიც რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვას შეიცავს. სანქციების ახალი პაკეტი ევროპულმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს, სადაც თითოეულ წევრ ქვეყანას ვეტოს უფლება აქვს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner