logo_geo
eng_logo
რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ „აზოვსტალიდან“ დაჭრილი უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია დაიწყო
- +

16 მაისი. 2022. 18:35

 

 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ „აზოვსტალიდან“ დაჭრილი უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია დაიწყო.

 

უწყების ინფორმაციით, მიღწეულია შეთანხმება დაჭრილი უკრაინელი სამხედროების „აზოვსტალის“ ქარხნიდან დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაყვანის შესახებ.

 

„16 მაისს, მარიუპოლში, „აზოვსტალის“ მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე ბლოკირებული უკრაინელი სამხედროების წარმომადგენლებთან მოლაპარაკების შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმება დაჭრილების ევაკუაციის შესახებ“, - აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

 

გავრცელებული ინფორმაციით, „აზოვსტალის“ რაიონში უკვე დაწესდა ე.წ. დუმილის რეჟიმი და ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნა დაჭრილი უკრაინელი სამხედროების ოკუპირებულ ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში გადასაყვანად.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner