უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ზოგიერთ დასავლელ პოლიტიკოსს ომის დასრულება და რუსეთის „სახის შენარჩუნება“ სურს უკრაინის ტერიტორიის ნაწილის დათმობით.
„გამოცემა Politico წერს, რომ ზოგიერთ დასავლელ პოლიტიკოსს ომის დასრულება და რუსეთის „სახის შენარჩუნება“ სურს უკრაინის ტერიტორიის ნაწილის დათმობით. რუსეთის სახის შენარჩუნება ბუჩასა და მარიუპოლის შემდეგ? უცნაური ლოგიკაა, მაგრამ თუ ამ პოლიტიკოსებს სურთ თავიანთი ტერიტორიის ნაწილის დათმობა, ეს მათი ამომრჩევლების გადასაწყვეტია“, - აღნიშნა მიხეილ პოდოლიაკმა.