logo_geo
eng_logo
შვედეთის პრემიერი: შვედეთს თავის ტერიტორიაზე ნატოს მუდმივი სამხედრო ბაზების ან ბირთვული იარაღის განლაგება არ სურს, თუ ალიანსში მისი წევრობა დამტკიცდება
- +

16 მაისი. 2022. 19:50

 

 

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა, რომ შვედეთს თავის ტერიტორიაზე ნატოს მუდმივი სამხედრო ბაზების ან ბირთვული იარაღის განლაგება არ სურს, თუ ალიანსში მისი წევრობა დამტკიცდება.

 

შვედეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ახლა ევროპა და შვედეთი „ახალ და საშიშ რეალობაში ცხოვრობენ“.

 

შვედეთის მთავრობამ ოფიციალურად მიიღო გადაწყვეტილება ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შესახებ.

 

შვედეთის მთავრობამ ოფიციალურად მიიღო გადაწყვეტილება ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შესახებ

„ჩვენ ვტოვებთ ერთ ეპოქას და გადავდივართ სხვა ეპოქაში. ჩვენ შევატყობინებთ ნატოს, რომ ალიანსის წევრობა გვსურს. შვედეთს საუკეთესოდ ნატო დაიცავს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა, მაგდალენა ანდერსონმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner