5-14 აგვისტოს, ბათუმში, მასშტაბური პროექტის „Check in Georgia“ ფარგლებში ქუჩის თეატრის პროექტი Street Theatre Project გაიმართა.
14 აგვისტოს, 19:00 საათზე, ბულვარში, პანტომიმის თეატრი წარმოდგენას გამართავს.
ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის ბულვარში, საქართველოს და სხვადასხვა ქვეყნის თეატრებმა წარმოდგენები გამართეს. ღია ცის ქვეშ მაყურებელთა წინაშე რუსთაველის, თელავის, ილიაუნის, მოზარდმაყურებელთა, სოხუმის, ბათუმის თოჯინების, ახალციხის, მუსიკისა და დრამის და პანტომიმის თეატრები წარდგნენ.
პროექტის ფარგლებში, ბათუმს სლოვაკეთის (BIG NAMES), საფრანგეთის (TRANSE EXPRESS,TAMBOURS & GIANT DOLLS), რუსეთის (პატარა ისტორიები - ჯამბზის შოუ), ესპანეთის (CAMUT BAND), დიდი ბრიტანეთის (FRANTIC, SPARK) დასები სტუმრობდნენ და მაყურებელს საინტერესო სანახაობები შესთავაზეს.
9-10 აგვისტოს, ბათუმის ლიტერატურულ კაფეში კატო ჯავახიშვილის, ნიკა ჯორჯანელის და ზვიად რატიანის პოეზიის საღამოები მოეწყო, 12 აგვისტოს, კი ე.წ „კოლონადებთან“ The Quintessence - ის კონცერტი გაიმართა.
„ქუჩის თეატრის პროექტი“ საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტის „Check in Georgia” ფარგლებში გაიმართება.