logo_geo
eng_logo
სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, დერეკ ჩოლეტი საქართველოს ვიზიტით ეწვევა
- +

16 მაისი. 2022. 19:50

 

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, დერეკ ჩოლეტი საქართველოს, მოლდოვასა და დიდ ბრიტანეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

 

სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი საქართველოში 2-დღიანი (18-19 მაისი) ვიზიტით ჩამოვა. დერეკ ჩოლეტი მთავრობის წევრებს, ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.

 

ვიზიტის ფარგლებში განსახილველი თემა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია, ასევე უკრაინაში რუსეთის ომი და დემოკრატიული, მშვიდობიანი, აყვავებული და ევროატლანტიკური მომავლისკენ საქართველოს მისწრაფება იქნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner