logo_geo
eng_logo
ლიეტუვის პრეზიდენტი: რუსეთის იმპერიის მადა უსაზღვროა, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს
- +

16 მაისი. 2022. 20:19

 

 

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ რუსეთის იმპერიის მადა უსაზღვროა, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს.

 

„ვფიქრობ, თუ პუტინს გაუმართლა, მას შეუძლია ჩვენთან მოსვლა. ეს არ ეხება მხოლოდ ლიეტუვას. შემდეგი სამიზნე შეიძლება იყოს მოლდოვა, რუმინეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი. ამ იმპერიაში მადა უსაზღვროა“, - აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

 

ნაუსედას თქმით, ლიეტუვის უსაფრთხოება მხოლოდ უკრაინაში ომის დასრულებაზე იქნება დამოკიდებული.

 

„ერთადერთი სცენარი, რომელიც დაიცავს ჩვენს ქვეყანას პუტინის აგრესიისგან, არის უკრაინის წარმატება. თუ პუტინს შეაჩერებენ, ეს შეიძლება იყოს მისი ეპოქის დასასრული“, - აღნიშნა გიტანას ნაუსედამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner