logo_geo
eng_logo
ემანუელ მაკრონმა ელისაბედ ბორნი საფრანგეთის ახალ პრემიერ-მინისტრად აირჩია
- +

16 მაისი. 2022. 21:50

 

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა შრომის მინისტრი, ელისაბედ ბორნი საფრანგეთის ახალ პრემიერ-მინისტრად აირჩია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

 

აღსანიშნავია, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში, ელისაბედ ბორნი მეორე ქალია, რომელიც საფრანგეთის მინისტრთა კაბინეტს უხელმძღვანელებს.

 

მანამდე, საფრანგეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა ემანუელ მაკრონს გადადგომის მოთხოვნით მიმართა, რითაც გზა გაუხსნა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის განახლებას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner