კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჟოლიმ განაცხადა, რომ კანადა შვედეთისა და ფინეთის ნატოში სწრაფი გაწევრიანების მომხრეა.
„კანადა არა მხოლოდ მხარს უჭერს მათ [ნატოში] გაწევრიანებას, მე ვიტყოდი, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ორი ქვეყნის სწრაფ გაწევრიანებას“, - აღნიშნა კანადის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
შვედეთის მთავრობამ ოფიციალურად მიიღო გადაწყვეტილება ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შესახებ. 15 მაისს, ფინეთმა განაცხადა, რომ იგი ასევე აპირებს ნატოში გაწევრიანებას.