logo_geo
eng_logo
დმიტრო კულება: არ ვიცი ქვეყანა, რომელიც უკრაინისთვის კანდიდატის სტატუს მინიჭების წინააღმდეგი წავა
- +

16 მაისი. 2022. 21:54

 

 

საკითხი რომელიც ჯერ კიდევ გადასწყვეტია - უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაა. მე ავუხსენი კოლეგებს, რომ უნიკალური მომენტია, რადგან საზოგადოებრივი აზრი უკრაინაშიც და ევროპაშიც უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკორდულად მაღალია, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

 

„ჩვენ არ ვლაპარაკობთ წევრობაზე, მაგრამ ვფიქრობთ, რომ რაციონალური მიზეზი არ არსებობს საპირისპირო გადაწყვეტილების მისაღებად“, - განაცხადა კულებამ.

 

ქრონიკის კითხვაზე მიიღო თუ არა პირობა კოლეგებისგან, რომ მისცემენ უკრაინას კანდიდატის სტატუსს, კულება პასუხობს:

 

„არა, მაგრამ არ ვიცი ქვეყანა, რომელიც წინააღმდეგი წავა. მე ვიცი ქვეყნები რომლებიც ძლიერი მხარდამჭერები არიან და ქვეყნები რომლებიც პროცესს მიყვებიან და როდესაც შეხვედრა იქნება მაშინ გადაწყვეტენ. მაგრამ მთავარია რომ სამი თვით ადრე სხვა ვითარებაა და დღეს დინამიკა შეცვლილია“

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner