ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ვერ დაარწმუნეს უნგრეთი, რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაგეგმილ ემბარგოს შეერთებოდა.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ მინისტრებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
მისი თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს, უკრაინას დამატებით 500 მილიონი ევრო გამოუყონ იარაღის შესაძენად.
„ჩვენ უნდა მოვიშოროთ ეს ძლიერი დამოკიდებულება რუსულ ენერგეტიკაზე, რომელიც ძალიან დაუცველებს გვხდის“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.
6 მაისს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთი მხარს ვერ დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალ სანქციებს არსებული ფორმით, რომელიც ნავთობის იმპორტის ემბარგოს შეიცავს.
ორბანი: უნგრეთი მხარს ვერ დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალ სანქციებს - რუსული ნავთობის ემბარგო უნგრეთის ეკონომიკაზე ჩამოგდებული ატომური ბომბის ტოლფასი იქნება
4 მაისს, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა, რომელიც რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვას შეიცავს.
ევროკომისიის პრეზიდენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა, რომელიც რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვას შეიცავს
სანქციების ახალი პაკეტი ევროპულმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს, სადაც თითოეულ წევრ ქვეყანას ვეტოს უფლება აქვს.