თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა საკუთარ სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ ომის ვეტერან ქალბატონს რვა მარტი მიულოცა.
დეპუტატმა 99 წლის თამარ კრაწაშვილს გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა, მშვიდობა და ჯანმრთეობა უსურვა და ქალთა დღის აღსანიშნავად ყვავილებთან ერთად სიმბოლური საჩუქრები გადასცა.