logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: პირადად გავაკონტროლებ გამოძიების მიმდინარეობას
- +

14 აგვისტო. 2016. 16:18


„სახელმწიფო არავითარ შემთხვევაში ხელს არ დააფარებს არავის", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სამტრედიაში მომხდარი თვითმკვლელობის ფაქტზე კომენტირებისას.  კვირიკაშვილმა  სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილი დემურ სტურუას ოჯახს და და აღნიშნა, რომ პირადად გააკონტროლებს გამოძიების მიმდინარეობას.


„მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს. როგორც კი ეს ფაქტი მოხდა, პოლიციელი, ვისზეც არის საუბარი,  გადაყენებულია თანამდებობიდან. რა თქმა უნდა, გამოძიება ჩატარდება. არავითარ შემთხვევაში სახელმწიფო ხელს არავის არ დააფარებს. მეც აუცილებლად პირადად  გავაკონტროლებ გამოძიების მიმდინარეობას",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner