logo_geo
eng_logo
Reuters: „აზოვსტალის“ ქარხნიდან დაახლოებით 10 ავტობუსი გამოვიდა, რომელშიც უკრაინელი სამხედროები იმყოფებიან
- +

17 მაისი. 2022. 00:39

 

 

საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ადგილზე მყოფ თანამშრომელზე დაყრდნობით იუწყება, რომ „აზოვსტალის“ ქარხნიდან დაახლოებით 10 ავტობუსი გამოვიდა, რომელშიც უკრაინელი სამხედროები იმყოფებიან.

 

უკრაინული ოფიციალური წყაროები „აზოვსტალის“ გარშემო არსებულ ვითარებაზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

 

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ „აზოვსტალიდან“ დაჭრილი უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია დაიწყო.

 

რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ „აზოვსტალიდან“ დაჭრილი უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია დაიწყო

უწყების ინფორმაციით, მიღწეულია შეთანხმება დაჭრილი უკრაინელი სამხედროების „აზოვსტალის“ ქარხნიდან დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაყვანის შესახებ.

 

უკრაინულ მხარეს რუსეთის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია.

 

Reuters-ის ცნობით, ქარხნის ტერიტორიაზე 600-მდე უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner