“ნინო ლომჯარიამ მიკერძოებულობის ტვირთისგან გათავისუფლების ეს შანსიც გაუშავა ხელიდან,” - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე სახალხო დამცველის მიერ გაკეთებულ განცხადებას „იმედის“ ჟურნალისტისთვის საქმიანობის ხელის შეშლაზე.
„მე შემიძლია გავიხსენო შემთხვევები, როდესაც სახალხო დამცველს მსგავს ვითარებაში გაუკეთებია განცხადებები, ჩარეულა აქტიურადაც და შესაბამისად შეფასება საზოგადოებისათვის, მისი მანდატის მიუხედავად, გაუკეთებია. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაშიც მიკერძოებულობის ტვირთისგან რაღაცნაირად თავს გაითავისუფლებდა, თუკი ის რეალურად მიუკერძოებელ შეფასებას გააკეთებდა. თუმცა ეს შანსიც მან ხელიდან გაუშვა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ნიკა გვარამიას მხარდამჭერებმა „იმედის“ გადამღებ ჯგუფს პირდაპირი ეთერი ჩაუშალეს.
მომხდარი სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ შეაფასა და აღნიშნა, რომ მომხდარი მისი მანდატის ფარგლებში არ ექცევა და ვერ შეაფასებს.