დღეს ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღე აღინიშნება. თბილისში შემობრძანებული აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც, ტრადიციისამებრ, თურქეთის რესპუბლიკიდან, ოფრედან სასულიერო პირებმა 11 მაისს წამოაბრძანეს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარშია დაბრძანებული.
დღეს, 9 საათზე, ღვთისმსახურების შემოდგომ, 12:30 საათზე, ხატს ქაშუეთის ტაძარში გადააბრძანებენ, სადაც პარაკლისი აღევლინება. პარაკლისის შემდგომ, ქუჩებში ლოცვითი მსვლელობა წმინდა ხატებით სიონის დედა-ეკლესიისაკენ მოეწყობა.