logo_geo
eng_logo
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა
- +

17 მაისი. 2022. 10:50

 

 

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

 

კასტექსთან ერთად თანამდებობები მთელმა მინისტრთა კაბინეტმა  დატოვა. ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა დააკმაყოფილა.

 

„მადლობა ჟან კასტექსს და მის მთელ გუნდს. თითქმის ორი წლის განმავლობაში ის საფრანგეთს ემსახურებოდა. მოდით ვიამაყოთ ჩატარებული სამუშაოთი და ერთობლივი შედეგებით“, - დაწერა მაკრონმა ტვიტერში.,

 

კასტექსი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი 2020 წლიდან იყო. მის ნაცვლად მაკრონი პრემიერის თანამდებობაზე შრომის მინისტრს ელისაბედ ბორნს ნიშნავს. ეს საფრანგეთის რესპუბლიკის ისტორიაში მეორე შემთხვევაა, როდესაც პრემიერ-მინისტრი ქალი ხდება.

 

მაკრონის ეს გადაწყვეტილება მის სურვილს უკავშირდება მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ როგორც მემარცხენეების, ასევე კონსერვატიული ამომრჩევლების ხმების მოსაპოვებლად.

 

ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტად მეორე ვადით 2022 წლის 24 აპრილს აირჩიეს. მან მეორე ტურში „ნაციონალური გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი დაამარცხა. საფრანგეთში პრემიერ-მინისტრი თანამდებობას, როგორც წესი, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ტოვებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner