logo_geo
eng_logo
შვეიცარიაში მატარებელში მამაკაცმა ხანძარი გააჩინა
- +

14 აგვისტო. 2016. 16:24


შვეიცარიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მამაკაცმა მატარებლის ვაგონში ხანძარი გააჩინა, შემდეგ კი მგზავრებს დანით თავს დაესხა. შედეგად შვიდი ადამიანი დამწვრობითა და ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.  თავდასხმის შედეგად დაშავებულთა შორის 6 წლის ბავშვი და ორი 17 წლის მოზარდია. მძიმე დამწვრობა აქვს თავად დამნაშავეს. დანაშაულის მოტივი ამ დრომდე უცნობია. სამართალდამცველები ტერორის ვერსიას ნაკლებ სავარაუდოს უწოდებენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner