შვეიცარიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მამაკაცმა მატარებლის ვაგონში ხანძარი გააჩინა, შემდეგ კი მგზავრებს დანით თავს დაესხა. შედეგად შვიდი ადამიანი დამწვრობითა და ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდასხმის შედეგად დაშავებულთა შორის 6 წლის ბავშვი და ორი 17 წლის მოზარდია. მძიმე დამწვრობა აქვს თავად დამნაშავეს. დანაშაულის მოტივი ამ დრომდე უცნობია. სამართალდამცველები ტერორის ვერსიას ნაკლებ სავარაუდოს უწოდებენ.