logo_geo
eng_logo
მარტში, თებერვალან შედარებით, უკრაინიდან ექსპორტის მოცულობა თითქმის 60%-ით შემცირდა
- +

17 მაისი. 2022. 11:03

 

 

უკრაინის სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის მარტში, თებერვალთან შედარებით, ექსპორტი 57,9%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი 75,8%-ით.

 

ოფიციალური ინფორმაციით, საგარეო სავაჭრო ბალანსი 2022 წლის თებერვალში უარყოფითი იყო (969,0 მილიონი აშშ დოლარი).

 

იმავდროულად, 2022 წლის პირველ კვარტალში საქონლის ექსპორტმა მიაღწია $14 100,7 მლნ აშშ დოლარს (ანუ 102,9%, 2021 წლის პირველ კვარტალთან შედარებით), იმპორტმა – $14 132,3 მლნ (94,4%).

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner