„კონკრეტულმა კრიმინალებმა ჩაიდინეს კონკრეტული კრიმინალი და როდესაც ამასთან დაკავშირებით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე კეთდება კრიტიკული განცხადება - ეს არის კრიმინალისთვის ხელის დაფარების გარკვეული ფორმა“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, აქ უზრუნველყოფილია სამართლის უზენაესობა, კანონის უზენაესობა, კრიმინალი იჯდება ციხეში, ვინც არ არის კრიმინალი ის იქნება გარეთ და ა.შ. ეს არის მარტივი პრინციპები რომელიც მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში და ვერავინ გადაგვახვევინებს ამ პრინციპებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
16 მაისს, „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.