„ოზურგეთში ახალი საჩოგბურთო ცენტრის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა. სპორტული კომპლექსი, რომელსაც საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში გავაკეთებთ, ჩოგბურთის თანამედროვე კორტებს, სარეკრეაციო და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ინფრასტრუქტურას მოიცავს.
პროექტის დასრულების შემდგომ, სპორტის ამ სახეობაში მეტი ადამიანი ჩაერთვება, ასევე, ჩვენ შევძლებთ, მაღალი დონის ტურნირებს ვუმასპინძლოთ“, - აღნიშნა ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.