logo_geo
eng_logo
ჟოზეფ ბორელი: ჩვენ დავეხმარებით საქართველოს, რამდენადაც შეგვიძლია
- +

17 მაისი. 2022. 12:07

 

 

„საქართველოსთან ვსაუბრობთ კანდიდატის სტატუსზე, მაგრამ ეს ჩემი კომპეტენცია არ არის“, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირის წევრობა მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ ევროკომისია ამზადებს მოსაზრებებს კითხვარზე წარდგენილი პასუხების საფუძველზე.

 

„საქართველოს პრემიერთან ვისაუბრებთ არსებულ სიტუაციაზე. ჩვენ ის გზავნილი გვექნება საქართველოსთვის, რა გზავნილიც გვაქვს ყოველთვის. ჩვენ დავეხმარებით საქართველოს, რამდენადაც შეგვიძლია. ვიცით, რომ საქართველო და მოლდოვა რუსეთიდან საფრთხის ქვეშ არიან და მზად ვართ დავეხმაროთ ამ ქვეყნებს, ისევე როგორც უკრაინას ვეხმარებით. საბედნიეროდ საქართველოში და მოლდოვაში არ არის ომი“, - განაცხადა ბორელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner