logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: 5 წლის წინაც, „ნაცმოძრაობა“, მასთან დაკავშირებული ენჯეოები, მაშინდელი პრეზიდენტი, სახალხო დამცველი და უცხოელი ლობისტები ისტერიულ, სიცრუეზე დაფუძნებულ კამპანიას აწარმოებდნენ „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით
- +

17 მაისი. 2022. 12:09

 

 

„5 წლის წინაც, „ნაციონალური მოძრაობა“, მასთან დაკავშირებული ენჯეოები, მაშინდელი პრეზიდენტი, მაშინდელი სახალხო დამცველი და მათი უცხოელი ლობისტები აწარმოებდნენ ისტერიულ, სიცრუეზე და „ფეიკზე“ დაფუძნებულ კამპანიას რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით. ეს სიცრუე და „ფეიკი“ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2 წელიწადში ამხილა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, „რუსთავი 2“ სრულიად ყაჩაღურად, მთელი საზოგადოების თვალწინ მიიტაცა, ეს პარტია და მისი პარტნიორები თუ ლობისტები უტიფრად და ურცხვად ამტკიცებდნენ, რომ სასამართლომ ტელეკომპანია კანონიერ მფლობელს უსამართლოდ დაუბრუნა.

 

„ანალოგიური უტიფარი და ურცხვი კამპანიის მომსწრეა საზოგადოება, სამწუხაროდ, დღესაც. შეგახსენებთ, რომ ქრონოლოგიურად სწორედ რუსთავი 2-ის საქმეს უკავშირდება კამპანიის დაწყება ქართული მართლმსაჯულების წინააღმდეგაც, რომელიც საბჭოური პროპაგანდის მეთოდების გამოყენებით და იარლიყების „მიწებებით“ დღემდე წარმოებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner