logo_geo
eng_logo
თავდაცვის მინისტრმა გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა
- +

14 აგვისტო. 2016. 16:28


გორის რაიონის სოფელ სკრაში საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის კაპრალი დავით ლომიძე დაკრძალეს. სამხედრო მოსამსახურის დაკრძალვას დაესწრნენ და ოჯახს პირადად მიუსამძიმრეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდალმა, პოლკოვნიკმა შავლეგო ტაბატაძემ და V ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა როლანდ ძნელაძემ. დაკრძალვამდე ორიოდე დღით ადრე დაღუპულ ჯარისკაცს გამოემშვიდობა გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძეც.


სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის მიზეზი წინასწარი ინფორმაციით გულის უკმარისობა გახდა. დაკრძალვასთან დაკავშირებული საჭირო ხარჯები საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაფარა.


დავით ლომიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლიდან მსახურობდა. იმავე წლის აგვისტოში ის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა, მოგვიანებით კი ISAF-ის სამშვიდობო მისიით ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ყანდაღარის პროვინციაშიც იმყოფებოდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner