logo_geo
eng_logo
პროკურატურამ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
- +

17 მაისი. 2022. 13:39

 

 

საქართველოს პროკურატურამ, სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

 

9 მაისს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში, პოლიციელზე თავდასხმისათვის ბრალდებულების - ბ.შ.-ს და გ.შ.-ს აღკვეთის ღონისძიების შერჩევის პროცესზე, სხდომის დარბაზში, მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებისა და ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შემდეგ, ბრალდებულმა ბ.შ.-მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პროკურორებს და ფეხსაცმელი ისროლა.

 

ბ.შ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით) წარედგინა.

 

საქმეზე გრძელდება გამოძიება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner