საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე კიბერდანაშაულის სფეროში აშშ-ის მართლმსაჯულების დეპარტამენტის ექსპერტებს შეხვდა.
გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას, გენერალური პროკურორის მოადგილეები, პროკურატურის წარმომადგენლები, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მრჩეველი ლენა ოუენსი, კიბერდანაშაულის გამოძიების სფეროში ექსპერტები ენდრიუ ჟიგიელსკი, კრისტოფერ ვონგსი, ტომ დოგჰერტსი და ნიქჰილ ბჰაგატსი ესწრებოდნენ.
მხარეებმა კიბერდანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს, მათ შორის, კრიპტოვალუტის დანაშაულებთან დაკავშირებული ოთხდღიანი ტრენინგის შესახებ, რომელიც აშშ-ის მართლმსაჯულების დეპარტამენტის მხარდაჭერით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში 17-20 მაისს ჩატარდება.
კიბერდანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, საქართველოს პროკურატურის და აშშ-ის მართლმსაჯულების დეპარტამენტის თანამშრომლობით, მომავალშიც არაერთი მნიშვნელოვანი სასწავლო ღონისძიება იგეგმება.