logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: ყოფილი პრეზიდენტი, „აღმოსავლეთის ვარსკვლავი“, თვით ბელადი გვყავს ციხეში და ევროკავშირის კითხვარს გვაძლევენ, მისი მონა-მორჩილი თუ დააპატიმრეს, ევროკავშირის კარს გვიხურავენ?
- +

17 მაისი. 2022. 15:44

 

 

„პირდაპირ გამოგვიცხადეს, გვარამია დაიჭირეს, ევროკავშირმა კარი დაგვიხურაო! რატომღაც ოპოზიციას, არასამთავრობოების და მედიის ნაწილს ჰგონიათ, რომ რაც მეტ ტყუილს და ტუტუცობას იტყვიან, და განსაკუთრებით „ცნობადი“ და „პოპულარული“ სუბიექტები, თან ამას რამდენიმე უცხოელიც დაემატება, ხალხიც დაიჯერებს და გადაყლაპავს“, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

 

მისი თქმით, აღარ ვარდება ხალხი მსგავს სისულელეებზე, ნურც ოპოზიცია-არასამთავრობო-ოპო-მედია კოალიცია იწვალებს ბნელი სურათების დახატვას, თორემ ერთად შეკრებისა და ვიშვიშის უფლება მათთვის არავის წაურთმევიათ, არც შეშფოთება-აღშფოთებაა ჩვენთვის უცხო.

 

„ჩაგიფსით ღვინოში“, თქვა ნიკა გვარამიამ, და გააგრძელა დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლა, მაგრამ ამ ბრძოლაში ცოტა მეტი მოუვიდა, თუ ღვინოში ჩაფსმა მაპატიეს, სხვა რამესაც მაპატიებენო და... არ აპატიეს... არ აპატიეს კანონის ფეხებზე დაკიდება! მაგრამ აგერ არ არიან მისი თანამებრძოლები?! პირდაპირ გამოგვიცხადეს, გვარამია დაიჭირეს, ევროკავშირმა კარი დაგვიხურაო! რატომღაც ოპოზიციას, არასამთავრობოების და მედიის ნაწილს ჰგონიათ, რომ რაც მეტ ტყუილს და ტუტუცობას იტყვიან, და განსაკუთრებით „ცნობადი“ და „პოპულარული“ სუბიექტები, თან ამას რამდენიმე უცხოელიც დაემატება, ხალხიც დაიჯერებს და გადაყლაპავს.

 

გუშინდელი დღიდან მოყოლებული ცდილობენ დაგვაჯერონ, ნიკა გვარამიას დაპატიმრება გამოიწვევს უდიდეს კატასტროფას საქართველოში, კერძოდ, ევროკავშირის კარი ჩვენთვის საბოლოოდ დაიხურება (თუ უკვე არ დაიხურა), უდანაშაულო იყო გვარამიაო, ამას ბოლომდე ვერ ამბობენ, მერე რაო, ეს რა დანაშაულიაო. ე.ი. რა გამოდის, თუკი სასამართლო გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს ვიღაც „ცნობილის“ მიმართ, ევროკავშირში არ მიგვიღებენ. ხოლო, თუ ადამიანი დამნაშავეა, მაგრამ სასამართლო არ გაამტყუნებს, ევროკავშირში მიგვიღებენ? უკაცრავად, ყოფილი პრეზიდენტი, „მეორე ჯორჯ ვაშინგტონი“, „აღმოსავლეთის ვარსკვლავი“, თვით ბელადი გვყავს ციხეში, და ევროკავშირის კითხვარს გვაძლევენ და მისი მონა-მორჩილი თუ დააპატიმრეს, ევროკავშირის კარს გვიხურავენ? აი, ესა დებილურ-ტუტუცური არგუმენტი, რომელიც შექმნეს მავნებლებმა.

 

არადა, დღეს ქუჩაში ფეხით გავისეირნე და ვერც სახელმწიფო დროშები ვნახე დაშვებული და ვერც ხალხის მგლოვიარე სახეები გვარამიას დაკავება-დაპატიმრების გამო. ასე რომ, აღარ ვარდება ხალხი მსგავს სისულელეებზე, ნურც ოპოზიცია-არასამთავრობო-ოპო-მედია კოალიცია იწვალებს ბნელი სურათების დახატვას, თორემ ერთად შეკრებისა და ვიშვიშის უფლება მათთვის არავის წაურთმევიათ, არც შეშფოთება-აღშფოთებაა ჩვენთვის უცხო. ოღონდ ევროკავშირის ფასეულობები სულ სხვაა - ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ევროკავშირი არ არის კორუფცია, ძარცვა და უსამართლობა, ევროკავშირი სამართლის უზენაესობა და კორუფციისგან თავისუფალი საზოგადოებაა, სამართლის უზენაესობის გარეშე კი, საქართველო ევროპული ოჯახის წევრი ვერ გახდება“, - წერს ნიკოლეიშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner