logo_geo
eng_logo
ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა
- +

14 აგვისტო. 2016. 16:56


ბათუმში, ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა, რის გამოც საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდა.


საინფორმაციო სააგენტო „პირველის" ცნობით, ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია ხიმშიაშვილის ქუჩა და ჭაობის დასახლება. შტორმის გამო ზღვაში კატარღა იყო ჩარჩენილი, რომლის გამოყვანაც უკვე მოხერხდა.


ბათუმის მერიაში განმარტავენ, რომ შესაბამისი სამსახურები მობილიზებულია.


მოსახლეობის ინფორმაციით, სტიქიის გამო, ბათუმის ზოგიერთ უბანს, ამ დროისთვის, არ მიწოდება ელექსტროენერგია.


სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ სერიოზული პრობლემის შესახებ შეტყობინება, ამ დრომდე არ შესულა.


არსებული ინფორმაციით, აჭარის სანაპიროზე შტორმის სიმძლავრემ 5 ბალს გადააჭარბა, რის გამოც, მაშველები დამსვენებლებს, ზღვაში შესვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.


 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner