„ჯერ პანიკას ნუ ავტეხთ, ხალხს ნუ შევაშინებთ, საყურადღებოა, რადგან ბავშვებში საქმე გვაქვს არატიპურ ჰეპატიტთან“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„თვალყურს ვადევნებთ და შესაბამისი საინფორმაციო და სარეკომენდაციო წერილი გაიგზავნა კლინიკებში. მასალას დიაგნოსტიკისთვის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამოგზავნიან. საყურადღებოა, მაგრამ ჯერ პანიკას ნუ ავტეხთ, ხალხს ნუ შევაშინებთ. საყურადღებოა, რადგან ბავშვებში საქმე გვაქვს არატიპიურ ჰეპატიტთან. როგორც ამბობენ, მას იწვევს ადენოვირუსი. ეს არ არის არც A და არც B ჰეპატიტი, „დელტა“ და სხვა. სხვა გენეზის არის, ასევე არის შემთხვევა, როდესაც რთულად განვითარდა. ზედამხედველობას ვამყარებთ ამ ტიპის ჰეპატიტებზე“, - განაცხადა გამყრელიძემ.
დღეს აუხსნელი წარმოშობის ჰეპატიტზე იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემაც ისაუბრა. მისი თქმით, 1 ოქტომბრიდან დღემდე მსოფლიოში ამ ჰეპატიტის 450 შემთხვევა არის დაფიქსირებული.